„უსაფრთხოების გარანტიები“ - პუტინის ულტიმატუმი დასავლეთს
საქართველოს და უკრაინის გამო რუსეთის ტონი დასავლეთის მიმართ ყოველდღე მკაცრდება. მოსკოვი ჩქარობს და ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან უსაფრთხოების გარანტიების დაუყოვნებლივ მიღებას ითხოვს. ნატოს აღმოსავლეთით არანაირი სვლა აღარ უნდა მოხდეს - ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ალიანსმა და აშშ-მა დღეს ვლადიმერ პუტინის ყოველწლიური შემაჯამებელი პრესკონფერენციიდან მიიღო. თუ რუსეთის უსაფრთხოება დაცული არ იქნება, კრემლი შესაბამისი მოქმედებებით იმუქრება, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში კი მოსკოვი ნატოს მხრიდან აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარს გულისხმობს. მსოფლიო ლიდერების არაერთი თხოვნის და მოწოდებების მიუხედავად, რეგიონული დაძაბულობის და მორიგი სამხედრო აგრესიის საფრთხე სულ უფრო იზრდება, უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალის და შეიარაღების მობილიზაცია არ წყდება. რუსეთსა და ამერიკას შორის დაანონსებული მოლაპარაკებების წინ ვაშინგტონს მოუწოდებენ, მოსკოვთან დათმობებზე არ წავიდეს და დიალოგს უკრაინის საზღვრებიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ დათანხმდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პუტინის ულტიმატუმი და აშშ-ის გზავნილი კრემლს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოლაპარაკებები საომარი მოქმედებების შესაჩერებლად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 36-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარიზში „ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრა გაიმართება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვლადიმერ პუტინის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster