მოლაპარაკებები საომარი მოქმედებების შესაჩერებლად

18.03.2022 08:20

მთელი მსოფლიო მოლაპარაკებების შედეგის მოლოდინში. იკვეთება რამდენიმე ვერსია და მოდელი, რომლებიც შუამავლის დახმარებით უკრაინასა და რუსეთს შორის განხილვის საგანია. ოფიციალური კიევი უსაფრთხოების გარანტიების უკრაინულ ფორმულაზე საუბრობს, რომელიც ნეიტრალიტეტთან ერთად რამდენიმე პირობას მოიცავს - პირველ რიგში კი მრავალმხრივ შეთანხმებას რამდენიმე ქვეყნის მონაწილეობით და მყარი გარანტიებით. თუმცა ფაქტია, რომ მხარეთა პოზიციები ერთმანეთს ჯერ დაშორებულია. მოსკოვის რიტორიკა მუქარის შემცველი გზავნილებითაა სავსე. მედიაში უკვე ვრცელდება ის მოთხოვნები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ აყენებს - ნეიტრალიტეტის გარდა ეს მოთხოვნები ქვეყნის განიარაღებას, ასევე ყირიმის და დონეცკის სტატუსს ეხება. რუსეთი უკრაინას მოლაპარაკებების გაჭიანურებაშიც სდებს ბრალს. თურქეთი, გერმანია, საფრანგეთი - დიპლომატიური გზების ძიების პროცესში ძირითადად ეს ქვეყნები აქტიურობენ. დღის წესრიგში რჩება ზელენსკის და პუტინის შესაძლო შეხვედრის საკითხიც. არ არის გამორიცხული, რომ ანტალიის უშედეგო დიალოგის შემდეგ უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მოლაპარაკებები უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაჩერებლად
07:59

მოლაპარაკებები უკრაინაში საომარი მოქმედებების შესაჩერებლად

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
06:47

რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
08:37

რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ომის 66-ე დღე უკრაინაში
06:43

ომის 66-ე დღე უკრაინაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

30 წელი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან
00:42

30 წელი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

27 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან
08:39

27 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

28  წელი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან
02:35

28  წელი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 28 წელი გავიდა
01:47

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 28 წელი გავიდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო