აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 28 წელი გავიდა

14.08.2020 01:47

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 28  წელი გავიდა. პირველი შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს მოხდა, მას შემდეგ, რაც სარკინიგზო კომუნიკაციების დასაცავად, ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს შინაგანი ჯარის დამატებითი კონტინგენტი შევიდა. ოპერაცია შეთანხმებული იყო ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან. შეთანხმების  მიუხედავად, სეპარატისტებმა საქართველოს შინაგანი ჯარის დანაყოფს ოჩამჩირეში და გულრიფში ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად დაიწყო ომი აფხაზეთში. 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა რუსეთის მონაწილეობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც, 27 ივლისს ხელი მოეწერა სოჭის ხელშეკრულებას, რომელიც აფხაზურმა მხარემ ცალმხრივად დაარღვია, მაშინ, როცა ქართულ მხარეს აფხაზეთიდან გამოყვანილი ჰყავდა მძიმე სამხედრო ტექნიკა და ადგილობრივი მოსახლეობისაგან ჩამოყალიბებული ბატალიონები დაშლილი ჰყავდა. საომარ მოქმედებებში აფხაზური ქვედანაყოფების გარდა, მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები. სამხედრო დაპირისპირებას ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი ემსხვერპლა. 300 000 ადამიანი დევნილი გახდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

28  წელი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან
02:35

28  წელი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

27 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან
08:39

27 წელი აფხაზეთის ომის დაწყებიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 27 წელი გავიდა
04:15

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 27 წელი გავიდა

Maestro Television

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 29 წელი გავიდა
01:46

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 29 წელი გავიდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

30 წელი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან
00:42

30 წელი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

30 წელი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან
05:04

30 წელი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

30 წელი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან
05:12

30 წელი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

30 წელი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან
00:55

30 წელი აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო