პუტინის ულტიმატუმი და აშშ-ის გზავნილი კრემლს
ულტიმატუმის წაყენების შემდეგ მოსკოვმა ვაშინგტონის და ბრიუსელის მკაცრი პასუხი მიიღო. უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთთან დიალოგის დასაწყებად ამერიკა საკუთარ პირობას აყენებს და ეს პირობა უკრაინის საზღვართან დაძაბულობის დროულად განმუხტვაა. ამავე დროს, მოლაპარაკებები ევროპელი მოკავშირეების ჩართულობით უნდა წარიმართოს. თავის მხრივ დასავლეთი მზად არის, დიალოგისთვის სხვადასხვა დიპლომატიური არხი და ფორმატი გამოიყენოს. ვაშინგტონიდან მოსკოვს მკაფიოდ განუმარტეს, რომ არც ერთ დიდ ქვეყანას საზღვრების დადგენის და პატარა ქვეყნის დაშინების უფლება არ აქვს. თუმცა კრემლი რიტორიკას მაინც არ ცვლის. რუსეთის პირველი დიპლომატი დასავლეთს ამჯერად სოჭიდან აფრთხილებს, რომ ნატოს გაფართოება მოსკოვისთვის წითელი ხაზის გადაკვეთა იქნება. აღმოსავლეთით ალიანსის გაფართოების გამოსარიცხად სამართლებრივი გარანტიები დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა ვლადიმერ პუტინმაც, რომელიც ამერიკას და ევროპას წერილობითი სახით გაგზავნილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამხედრო ზომების მიღებით დაემუქრა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„უსაფრთხოების გარანტიები“ - პუტინის ულტიმატუმი დასავლეთს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ალექსეი ნავალნის მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
WSJ: მერკელმა პუტინს ულტიმატუმი წაუყენა
Tabula ტაბულა
პუტინის პოლიტიკურ კარიერაში ასეთი ინციდენტი არ ყოფილა - სოსო...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
პუტინის უცნობი ბნელი მხარე | Темная сторона Путина
Toma Chagelishvili
პუტინის განცხადება - შეფასებები
TV IMEDI
ვლადიმერ პუტინის განცხადება - პრემიერის პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster