ვლადიმერ პუტინის განცხადება - პრემიერის პასუხი
პუტინის მიერ გაკეთებულ გაცხადებას, რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველ გუნდს რუსეთის ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგი არ აქვს და ერთადერთი ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკურია. პრემიერმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა ისიც, რომ თუ ვინმეს რუსეთთან კონტაქტებისა და ვიზიტების მცდელობა ჰქონდა, ეს სააკაშვილის ხელისუფლება იყო, ამიტომ ღარიბაშვილი ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინი საკუთარ განცხადებაში სწორედ სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა კონფერენციაზე სახელწოდებით „საქმიანი რუსეთი“ განაცხადა, რომ რეაქცია, რომელიც პირდაპირი ფრენების აღდგენას მოჰყვა, მისთვის მოულოდნელი და გაუგებარი იყო, რადგან პუტინის თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობამ ვიზების გაუქმებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხები არაერთხელ წამოჭრა, რუსეთმა კი შემხვედრი ნაბიჯები გადადგა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბორის ჯონსონის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზურაბ აბაშიძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბორის ჯონსონის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ თავდაცვის მდივნის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბორის ჯონსონის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცებს გაგზავნის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვლადიმერ პუტინის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვლადიმერ პუტინის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster