მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში

20.07.2021 02:23

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა "„მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ თემატური მოკვლევის ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართა. სხდომას დეპუტატებთან ერთად კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ასევე თემატური მოკვლევით დაინტერესებული საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თემატური მოკვლევის დაწყების მიზანია, მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა, ასევე ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ამ მიმართულებით არსებული კარგი პრაქტიკის შესწავლა და იმ პრობლემების აღნუსხვა, რომელიც მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ეფექტურ ჩართულობას ხელს უშლის. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებლის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა პოზიციები გაცვალეს და საუბარი მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივებსაც შეეხო. ეკა სეფაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხზე ზეპირი მოსმენები სექტემბრიდან დაიწყება. თემატური მოკვლევის ჯგუფი საკითხის შესწავლის შემდეგ დასკვნას 3 თვეში დადებს და პასუხისმგებელ პირთა მიმართ შესაბამის რეკომენდაციებს, ასევე საკანონმდებლო ინიციატივებს შეიმუშავებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

„გამჭვირვალობა“: თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა დაბალია
01:10

„გამჭვირვალობა“: თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩა...

Radio Atinati

საკრებულოს კომისიის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან
03:35

საკრებულოს კომისიის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

Radio Atinati

მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლა
01:13

მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ზუგდიდის საკრებულომ შესაძლოა გასვლითი სხდომები ჩაატაროს
01:51

ზუგდიდის საკრებულომ შესაძლოა გასვლითი სხდომები ჩაატაროს

Radio Atinati

\"თანაზიარის\" როლი პროექტში \"პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში\"
48:41

"თანაზიარის" როლი პროექტში "პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართვე...

Radio Atinati

საკრებულოებში წარდგენილი პეტიციები - პროექტი \"პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში\"
19:09

საკრებულოებში წარდგენილი პეტიციები - პროექტი "პეტიცია - ხალხ...

Radio Atinati

სახელმწიფო აუდიტი: თვითმმართველობებში შიდა აუდიტი არაეფექტურად მუშაობს
02:01

სახელმწიფო აუდიტი: თვითმმართველობებში შიდა აუდიტი არაეფექტურ...

Radio Atinati

„პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
03:09

„პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - დისკუსია დემოკრატ...

Radio Atinati

ყველა ვიდეო