ჭითაწყარში მოსახლეობა ხანძარს საკუთარი ძალებით ებრძვის

04.01.2021 00:23

#ხანძრი #ზუგდიდი #ჭითაწყარი

ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში ხანძრის კერა რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი მოსახლეობის თხილნარებს მალევე მოედო. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახანძრო გამოიძახეს, თუმცა ადგილზე ჯერ-ჯერობით არავინ მისულა და სტიქიას საკუთარი ძალებით ებრძვიან. მათივე თქმით, ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს და ამ წუთებში მის ლიკვიდაციას ცდილობენ. როგორც მოსახლეობა ამბობს, ადგილზე, დაახლოებით, 40 ადგილობრივი მუშაობდა.

რადიო "ათინათი"
Website:http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter:https://twitter.com/Atinati1059
https://www.instagram.com/radioatinat...

გაზიარება:
SkillHub