ქალები სუფთა გარემოსთვის - პროექტის პრეზენტაცია ზუგდიდში
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორგანიზაცია ,,სამოქალაქო აქტივობის და თანასწორობის ცენტრმა ’’ ახალი პროექტის ,,ქალები სუფთა გარემოსთვის’’ პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 7 თემის, ცაიშის, ცაცხვის, რუხის, ჭითაწყარის, კოკის, ორსანტიისა და ხურჩის წარმომადგენლებს პროექტის მიზნები და მიმართულებები გააცნო. მისი თქმით, საჭიროა თემში ცნობიერების დონის ამაღლება და ქალთა ჩართულობის გაზრდა ნარჩენების მართვის საკითხებში. ,,ასევე, საჭიროა თვითმართველობის ჩართულობა დასუფთავების სამსახურთან ერთად, რათა მოხდეს თემის ტერიტორიიდან ნარჩენების ოპერატიულად გატანა და შესაბამისად ვიცოდეთ, თუ რა მავნე ზემოქმედებას იწვევს ნაგავი ჩვენს გარემოზე,’’- აღნიშნა მან. შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს თემში ნაგვის კონტეინერების სიმცირეზე, მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სამეგრელო-ზემო სვანეთში ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოს არარსებობით გამოწვეულ პრობლემაზე. ,,მართალია სოფლებში არის ნაგვის კონტეინერები, მაგრამ ზოგი მათგანი მიუვალ ადგილასაა, რის გამოც მოსახლეობას უჭირს მისვლა და ითხოვენ კონტეინერების დამატებას,’’- განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ირუზა კაკავამ. მომავალში, პროექტის ფარგლებში, შვიდივე თემის წარმომადგენლებს ტრეინინგები ჩაუტარდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
რა არის შის კარაქი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის shorena kopa...
shoka 77
#ნაშუადღევს დიზაინერი ქალი, რომელმაც ეკოლოგიურად სუფთა პომიდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ნაშუადღევს ქალების ქისა ენდემური ხილით შთაგონებული საქმე და...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიოლოგიურად სუფთა ღვინო რაჭიდან
Business Media Georgia
#ნაშუადღევს ქალების ქისა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სუფთა ჰაერის ფასი - ბიზნესის ხმა;
Business Media Georgia
#ფერმა ქალების მიერ შექმნილი კოოპერატივი და სასათბურე მეურნე...
პირველი არხი - ფერმა
სად არის ევროპაში დაბინძურებული და სუფთა ჰაერი?
Business Media Georgia