რუსთავში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს
07/26/2021
ქვემო ქართლის რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში, რუსთავში, მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, საყოველთაო აცრა მიმდინარეობს - პროცესში დღეს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, პედაგოგები და ადგილზე მოქმედი საწარმოების თანამშრომლები ჩაერთვნენ.
კლინიკა ,,რუსთავში“ საყოველთაო აცრის მიმდინარეობას, ადგილზე პირადად გაეცნო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერის მოადგილე, დავით იშხნელი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი, დავით ბეგაშვილი.
ქალაქის მასშტაბით, ვაქცინაციას 4 სამედიცინო დაწესებულებაში, 9 ამცრელი ბრიგადა ახორციელებს. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ასტრაზენეკა” და დღეიდან უკვე, ,,ფაიზერითაც“ კეთდება.
მასობრივი ვაქცინაცია, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ეტაპობრივად რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება. ამ ეტაპზე მხარის მასშტაბით 13 000-ზე მეტი მოქალაქეა ვაქცინირებული.
რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, პირდაპირ, კლინიკაში ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ვიზიტის დასაჯავშნად, მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3.