პირველი არხის პასუხი
საქართველოს პირველი არხი ეხმაურება „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტის, ნოდარ მელაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას. განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს პირველი არხი არ უზრუნველყოფს სხვა მედიასაშუალებებისთვის მასალის მიწოდებას ან აწოდებს შეცვლილი სახით, არის სიცრუე და ემსახურება არხის დისკრედიტაციას. ეს არის იმ აგორებული კამპანიის ნაწილი, რომელსაც აქვს ადგილი გარკვეული ჯგუფის მხრიდან საქართველოს პირველი არხის წინააღმდეგ. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, 131 მუხლის, 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლო ვალდებულია, უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-ვიდეოჩანაწერის მხარეებისთვის ხელმისაწვდომობა. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია, შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო, ვიდეო, აუდიოჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისთვის მათი მოთხოვნისთანავე. გამომდინარე აქედან, საქართველოს პირველმა არხმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით და განახორციელა ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესის ჩაწერა და ჩანაწერის უცვლელი სახით მყისიერად მიწოდება სხვა მედიასაშუალებებისთვის. კატეგორიულად მიუღებელია რაიმე სახის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული მასალა მიწოდებული იყო სხვა მედიასაშუალებებისთვის დამუშავებული სახით. ხაზგასმით, სრული პასუხისმგებლობით და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ სხვა მედიასაშუალებებს ზემოთ აღნიშნული სხდომის ამსახველი მასალა გადაეცემათ ყოველგვარი ცვლილების გარეშე. საქართველოს პირველ არხს არამც თუ არ გააჩნია რაიმე საკანონმდებლო ვალდებულება, პირდაპირი ტრანსლაცია უზრუნველყოს სხვა მედიასაშუალებებისთვის სასამართლო სხდომის დარბაზიდან, არამედ მოქმედი კანონმდებლობა თავად საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, განახორციელოს ამგვარი პირდაპირი ტრანსლაცია, რაზეც არაერთხელ, სხვა გახმაურებულ სასამართლო საქმეების განხილვაზე იყო მსჯელობა და კომენტარი და რაზეც ასევე არაერთხელ შედგა კომუნიკაცია სასამართლო ინსტანციასთან. ასე რომ, ნოდარ მელაძის განცხადება არის მორიგი მიზანმიმართული დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი ვაშაძის ბრალდება და პირველი არხის პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანგელა მერკელის პასუხი პირველი არხის კითხვაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინციდენტი ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ამშაბათკვირას მსოფლიოს პასუხი აგრესორს - საერთაშორისო ბრენდ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო ს გენერალური მდივნის პასუხი საქართველოს პირველი არხის ჟ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული XI კლასი - ,,პასუხის პასუხი’’, გაკვეთილი II #ტელესკო...
პირველი არხი #ტელესკოლა
„ხარ თუ არა მეექვსეკლასელზე ჭკვიანის“ გამარჯვებული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ვითარება რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster