ინციდენტი ბოლნისში
გვიან ღამემდე გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები ბოლნისის რაიონში, სადაც ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ. ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, მმართველი პარტიის ორი აქტივისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ერთი რეანიმაციაშია. დაპირისპირება სოფელ ნახიდურის ჩაიხანაში მოხდა. ინციდენტის შემდეგ, გამოკითხვა პოლიციაში გაგრძელდა, თუმცა, სამართალდამცავების შეკითხვებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ პარტიის აქტივისტებმა უპასუხეს. მათი ოპონენტები პოლიციაში არ გამოცხადნენ, მიზეზად კი სამართალდამცავი სისტემის მიმართ უნდობლობას ასახელებდნენ. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატებიც. გოგი მეშველიანი კონფლიქტის წამოწყებაში ოპონენტების აქტივისტებს ადანაშაულებს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატს, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემის ნაცლად, განაცხადა, რომ საქართველოს პირველი არხი არჩევნების შემდეგ უნდა დაიხუროს. კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვები, მათ შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებული, უპასუხოდ დატოვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ინციდენტი ბოლნისში
TV Pirveli
#არჩევნები2020 დაპირისპირება ბოლნისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი 6 | ინციდენტი ბოლნისში | 31.08.12
GeoArchive
ახალი 3 | ინციდენტი ბოლნისში | 31.08.12
GeoArchive
ახალი 2 | ინციდენტი ბოლნისში | 11.10.12
GeoArchive
ინციდენტი ბოლნისის ერთ ერთ სოფელში
TV IMEDI
COVID-19 - ვითარება ბოლნისის საკარანტინო ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება ქვებით და ხელკეტებით - ბოლნისში მომხდარი ინციდ...
Georgia Official