ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის შეხვედრები სირიაში

19.05.2021 01:04

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დამასკოში, ანტიოქიის პატრიარქ იოანე მეათეს შეხვდა, ინფორმაციას ანტიოქიის საპატრიარქო ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პატრიარქი შეხვდა „აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და მაღალი დონის ოფიციალურ დელეგაციებს აფხაზეთისა და სირიის მხრიდან“. შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია, დე ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით, სირიაში იმყოფება. „ვიზიტის“ ფარგლებში, ბჟანია სირიის ლიდერ ბაშარ ალ-ასადს შეხვდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ ამ ნეგატიურ მოვლენაზე საქართველოს საპატრიარქოს რეაგირება ექნება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: