აფხაზეთის ე. წ. სასამართლოს გადაწყვეტილება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია „საპრეზიდენტო არჩევნების“ ახალ თარიღს უახლოესი ხუთი დღის განმავლობაში გამოაცხადებს. ამ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ავრცელებენ. ე.წ. საარჩევნო კომისიის წევრები აღნიშნავენ, რომ ე. წ. არჩევნებისთვის მზადება წარიმართება ე. წ. სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურის პარალელურად და „ინაუგურაციამდე“ ე. წ. პრეზიდენტის მოვალეობას რაულ ხაჯიმბა შეასრულებს. ე. წ. არჩევნების შედეგების გაუქმებაზე დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გუშინ გვიან ღამით გამოაცხადა, რასაც სხდომათა დარბაზში, ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან, ტაში და შეძახილები მოჰყვა. ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს ოპოზიციის ზეწოლის შედეგია. პარალელურად, ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ კრიზისულ ვითარებას ეცნობა და ე. წ. ოფიციალურ პირებს ხვდება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. ის უკვე შეხვდა რაულ ხაჯიმბას, ხოლო დღეს დილიდან შეხვედრები დაიწყო ე.წ. პრემიერ-მინისტრთან და დე ფაქტო მთავრობის წევრებთან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გარდაცვლილი წვევამდელის დედა: თუ სამართალს ვერ მივაღწევთ, სტ...
Radio Atinati
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტის განმარტება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გარდაცვლილი წვევამდელის ოჯახი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს
Radio Atinati
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თბილისში პუტინის გადაწყვეტილებას აფასებენ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster