ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილება

10.04.2019 01:21

საქართველოს მოქალაქეებს ოკუპირებულ აფხაზეთში მემკვიდრეობის მიღების უფლება არ ექნებათ. შესაბამისი კანონი პირველი მოსმენით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო. ინიციატივა ე.წ. დეპუტატს, რაულ ლოლუას ეკუთვნის. მისი თქმით, აკრძალვა პირველ ეტაპზე შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ომში მონაწილეობდნენ ან ქართველებს ეხმარებოდნენ. რაულ ლოლუას განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთარი მშობლებისა და წინაპრების საკუთრებას იფორმებენ, რაც მისი თქმით, საკანონმდებლო ხარვეზია. საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, ამ გადაწყვეტილებას ვერ ექნება ლეგალური საფუძველი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო