სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში: სამეგრელოს საინტერესო პოტენციალი აქვს
საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის მერებთან და მხარის გუბერნატორთან შეხვედრა გამართა. ის ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. მანამდე, მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, მათ სალომე ზურაბიშვილისთვის შეკმაზული ლობიოს და მწვანე ხახვის გადაცემა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართვლოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. „მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა კარგად გაიცნოს რეგიონში არსებული პრობლემები და წარმატებები. ამ ყველაფრის შესახებ დღეს ვრცლად მოვისმინე და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც მოვისმინე, რამდენი წარმატებაა სამეგრელოში და რამდენი საინტერესო პოტენციალი. ჯერჯერობით ვაგრძელებ საქმიანობას რეგიონებში, რამე თუ ხალხმრავლობასთან არ არის დაკავშირებული. ვთვლი, რომ პანიკა არ უნდა იყოს, უნდა იყოს სიფრთხილე. მოსახლეობას რაღაც განცდა უნდა მივცეთ, ის რაც შეიძლება, ყველაფერი გრძელდება, საქმიანობა არ არის შეწყვეტილი. თუმცა, როგორც იქნება მითითებები მეც დავემორჩილები. თუ უცხოეთში ვიზტები შეიზღუდება, შეიზღუდება ჩემი ვიზიტებიც“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას მიმართავს და ამბობს, რომ შესაძლებელია სახელმწიფომ რეგულაციები დააწესოს და მას უნდა დავემორჩილოთ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მერაბ ქვარაიას არ აქვს პასუხი, ზუგდიდში „ქართულმა ოცნებამ“ ვ...
Radio Atinati
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია ზუგდიდში გრანდიოზული...
Salome Zourabichvili Zugdidi
სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პრეზიდენტს ზუგდიდში "შეცვალეს" აქტივისტები ლობიო...
Radio Atinati
პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში იმყოფებო...
Radio Atinati
ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის ჩამოსვლა გააპროტესტეს
Radio Atinati
სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდელ ამომრჩეველს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster