ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილის ჩამოსვლა გააპროტესტეს
„თანასწორობის მოძრაობის“ ზუგდიდის ხელმძღვანელმა ცაბუნია ვართაგავამ და მოქალაქე აქტივისტმა როსტო ზარანდიამ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ზუგდიდში ჩამოსვლა გააპროტესტეს. მათ ხელში შემდეგი შინაარსის ტრანსპარანტები ეჭირათ: „არ შეეგუო ოკუპაციას“, „სალომე აქ ვერ გათხრი“, „ბარს არ მოგცემ“. ცაბუნია ვართაგავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, როდესაც ამბობს, რომ საქართველომ დაიწყო. „ჩვენ რომ ღირსეული სახელმწიფო ვიყოთ, სალომე ზურაბიშვილს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად იყაროს კენჭი. ზუსტად იმიტომ, რომ ადამიანი აკეთებს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას, როდესაც ამბობს რომ ომი დაიწყო საქართველომ და არ აღიარებს რუსულ ოკუპაციას“, - თქვა ვართაგავამ. აქციის მონაწილეებს პრეზიდენტობის კანდიდატის ერთ-ერთი მხარდამჭერი პოეტი ლია ნაროუშვილი დაუპირისპირდა და მათ სამარცხვინოები უწოდა. ნაროუშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია და ის საქართველოს მომავალს შეუქმნის. მან ჟურნალსტებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი უმეტესობა ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგი იყო და მხარს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს უჭერდა. „დღეს აქ ვისაც მე ვხედავ ჟურნალისტების სახით, აქედან უმრავლესობა ეროვნული მოძრაობის მტრები იყვნენ. ყველა ვინც ფინანსდებოდა სხვადასხვა წყაროებით და ხელს უწყობდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს“,- თქვა ლია ნაროუშვილმა. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელმოწერების შეგროვების კამპანიის ფარგლებში ზუგდიდში ჩამოვიდა, ის ადგილობრივ მოსახლეობას და მხარდამჭერებს გაესაუბრა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ბაჩუკი ქარდავას ბრიფინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მერაბ ქვარაიას არ აქვს პასუხი, ზუგდიდში „ქართულმა ოცნებამ“ ვ...
Radio Atinati
ლაშა გოგიას აღკვეთის ღონისძიება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანია ზუგდიდში გრანდიოზული...
Salome Zourabichvili Zugdidi
კალანდია ზურაბიშვილს: თქვენ ხართ ოკუპანტი ქვეყნის ინტერესები...
Radio Atinati
ლაშა გვასალია: ნაციონალები ცილისწამებით სიტუაციის არევას ცდი...
Radio Atinati
"ქართული ოცნება" ოპოზიციის ბრალდებაზე: აგონიაში არიან
Radio Atinati
"ქართული ოცნება" ოპოზიციის ბრალდებაზე: აგონიაში არიან
Radio Atinati