ლაშა გოგიას აღკვეთის ღონისძიება
ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. სხდომა 18:00 საათისთვის ჩაინიშნა. ყოფილი მერს ლაშა გოგიას და ყოფილ ვიცე მერს გია გულორდავას ბრალი გუშინ გვიან ღამით წარუდგინეს. მათ გამოძიება საჯარო მოხელის მიერ, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ადვოკატების ცნობით, ბრალდებულები ბრალდების ამ ვერსიას არ ეთანხმებიან. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, ბიზნესმენს, ზურაბ კვირკვიას ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 ამერიკული დოლარი. შეგახსენებთ, რომ მოკვლევის პროცესი სექტემბრიდან მიმდინარეობს. გამოძიების დაწყებიდან მალევე, ლაშა გოგიამ დაკავებული თანამდებობა დატოვა, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში, ზუგდიდში ის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ლაშა გოგიასა და გია გულორდავას საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თენგიზ ქობალია და ხუტა ბაღათურია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლაშა გოგიას შეხვედრა სტუდენტებთან
Livepress. ge
ლაშა გოგიას კომენტარი
STV NEWS
ლაშა გოგიას და დაჩი ბერაიას შეხვედრები მოსახლეობასთან
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
სიჭინავა გოგიას: თუ თქვენ 9 თვის განმავლობაში არ აგიღიათ...
Radio Atinati
სასამართლოში ლაშა გოგიას და გია გულორდავას საქმე განიხილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster