საქართველოში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა


ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი უკვე დახურულია. უცხოეთში გახსნილ 55 უბანზე ხმის მიცემა ადგილობრივი დროით ღამის 12 საათამდე იქნება შესაძლებელი.

დახურულ უბნებზე ამ წუთებში საარჩევნო ყუთების დალუქვის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც ხმების დათვლა უნდა დაიწყოს.

პროცედურა ასეთია: საუბნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების თანდასწრებით არანაკლებ სამ მთვლევს წილისყრით აირჩევს, დამკვირვებლები კი საკუთარი შემადგენლობიდან ურთიეთშეთანხმებით არაუმეტეს ორ მეთვალყურეს შეარჩევენ.

დათვლილი ბიულეტენები ჯერ საოლქო, შემდეგ კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იგზავნება.

ცესკო უბნების მიხედვით არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნებას, სავარაუდოდ, ღამის 12 საათის შემდეგ დაიწყებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან