ბათუმსა და რუსთავში 2022 წლის შუალედური არჩევნები ტარდება
ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები ტარდება. ბათუმში საკრებულოს ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ, რუსთავში კი პარლამენტის ერთ მაჟორიტარ დეპუტატს. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს № 12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს რუსთავსა და გარდაბნის ნაწილს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს კი, №79 საარჩევნო ოლქის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც მოიცავს გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას. ცესკო-ს ინფორმაციით, შუალედური არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნაშია 135 საარჩევნო უბანი, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში 121 - პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი სამი უბნის და ერთი ე.წ. კოვიდუბნის ჩათვლით. ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ ტრენინგები და მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად. ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული მანქანები, ცესკო-ს გადაწყვეტილებით, 14-ივე საარჩევნო უბანზე პირველად გამოიყენება ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის № 12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეადგენს – 139 989 ამომრჩეველს, საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კი № 79. საარჩევნო ოლქის მე-4 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულია 20 635 ამომრჩეველი. ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1 590 დამკვირვებელი და ოთხი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679 წარმომადგენელი. ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხსნის არმიაში ქრისტეშობისადმი მიძღვნილი საზეიმო ლიტურგია მიმ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრისტეშობისადმი მიძღვნილი საზეიმო ლიტურგია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკომენტაროდ ▶️ #მაესტროზე
Maestro Television
რუსთაველზე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შეყვარებულს ხელი სთხოვ...
Maestro Television
თბილისის შესასვლელები ჩაკეტილია და მას პოლიციელები აკონტროლე...
ამერიკის ხმა
პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი
Georgian Government
პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ბრიფინგი
MULTIMEDIA GE
შიდა კვლევები „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster