მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ხვალ არჩევნების მეორე ტური გაიმართება
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ხვალ არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებისთვის ყველა საარჩევნო უბანი უკვე მზად არის. ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განმარტა, რომ არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 31-ვე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი. არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 19 მაისის არჩევნებისთვის და სადაც ამომრჩევლებმა პირველ ტურში უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. 9 ივნისის არჩევნებში გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი იბრძოლებს, შალვა შავგულიძე - ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ სახელით და ლადო კახაძე „ქართული ოცნების“ სახელით. არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელია რეგისტრირებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„თავისუფალი დემოკრატების“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მე-2 ტური იმართება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შუალედური არჩევნები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში 44.4%-ით სალომე ზურაბიშვილი ლიდ...
PalitraNews
საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ხმა მისცა
TV IMEDI
ხორგუანის წარდგენა მთაწმინდის მაჟორიტარად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპული საქართველო“ vs „თავისუფალი დემოკრატყები“ და საერ...
Tv Kavkasia