„ევროპული საქართველო“ vs „თავისუფალი დემოკრატყები“ და საერთო კანდიდატი
(ახალი ამბები 20.03.2019) „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს. განცხადება პარტიის ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. როგორც შალვა შავგულიძე ამბობს, ორმა პარტიამ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე უარი თქვა და მათი მიზანი დღეს ავტორიტარული მმართველობის დასრულებაა. განცხადება გააკეთა გიგი უგულავამაც, რომელიც ამბობს, რომ შავგულიძის შუალედურ არჩევნებში გამარჯვება „ქართული ოცნების“ -ხელისუფლებიდან წასვლის დასაწყისი იქნება. მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე გაიმართება, სადაც სულ 43 868 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებაა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო. ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვის კანდიდატურას წარუდგენს მთაწმინდის ამომრჩეველს „ქართული ოცნება“. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის შეიძლება ცნობილი ექიმი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე იყოს. ოფიციალურად კანდიდატურა ჯერ არ დაუსახელებია არც „ნაციონალურ მოძრაობას“. ცნობილია, რომ პარტია „გირჩი“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჰერმან საბოს წამოაყენებს. შუალედურ არჩევენებში მონაწილეობას გეგმავს ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია, ასევე ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი. არჩვნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც. გამოიწერეთ ჩვენი არხი და იყავით აქტუალური მოვლენების ეპიცენტრში: https://goo.gl/anfTFi
Tv Kavkasia-ის სხვა ვიდეოები
რა ფულიც არ უნდა დახარჯოს ივანივილმა, როგორც არ უნ...
როგორც კი სანდრა მოიგებს, ივანიშვილის ბუნდღი აღარ...
ივანიშვილი რომ ბიზნესს იბარებს და საქმეებს არჩევს,...
ვიძახოთ ახლა, კარგი კაცია თუ ცუდი სერგეენკო, თუ კა...
„შეიძლება სალომე ზურაბიშვილი იყოს ის პრეზიდენტი, რ...
"ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს სახელმწიფოს მართვაზ...
პროტესტი და უხერხულობები პრეზიდენტის მიერ ორგანიზე...
სუს-ში მიმსვლელი არ ვარ, ცდილობენ გამანადგურონ, მა...
მსგავსი ვიდეოები
„ნაციონალური მოძრაობა“ VS „ევროპული საქართველო“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობა“ VS „ევროპული საქართველო“
Maestro Television
„ძალა ერთობაშია“ VS „ევროპული საქართველო“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სანდრო რაქვიაშვილი VS გიგა ბოკერია - სავალდებულო სამხედრო სა...
Girchi • გირჩი
საქართველო - ლუქსემბურგი [2-0] | 2024 წლის ევროპის შესარჩევი...
„ორივე გადამგდებია“ - ბოკერიამ სააკაშვილი ივანიშვილს შეადარა
Formula News
დებატები ფრანკლინის კლუბში: ზურაბ ჯაფარიძე VS გიგა ბოკერია
Franklin Club • ფრანკლინის კლუბი
EURO 2024-ის ისტორიული დღე ყველა რაკურსით | ც9 გერმანიიდან
CrystalSport