ზელენსკიმ საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ზელენსკიმ ამ საკითხზე ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალები სამეთაურო დონეზე უნდა გაძლიერდეს. უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებით, საჰაერო ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი, ანატოლი კრივონოჟკო, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობა „ცენტრს“ ხელმძღვანელობდა. ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ დასავლეთის დახმარების ფარგლებში გადაცემული თანამედროვე თვითმფრინავ F-16-ებიდან ერთ-ერთი დაკარგა. უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, მარიანა ბეზუგლამ განაცხადა, რომ F-16 უკრაინულმა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და ეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის არაკოორდინირებული მოქმედებების გამო მოხდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 114-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დმიტრო კულებას და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster