ვითარება უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე, უგლედარის რაიონში, ქალაქ მარინკაში ჩავიდა.ზელენსკიმ დაღუპულ ჯარისკაცებს პატივი მიაგო და აღნიშნა, რომ უკრაინელებმა ზუსტად იციან, რომ ქვეყნის გამარჯვება ჯარისკაცებზეა დამოკიდებული. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის პოლონეთმა დაიწყო უკრაინელი მფრინავების წვრთნა F-16 ტიპის თვითმფრინავებისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება. ამ მიმართულებით, რუსეთის ძალები შეტევით მოქმედებებს განაგრძობენ. ქალაქები ბახმუტი და მარინკა კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთი განაგრძობდა უკრაინის სხვა ოლქებზე იერიშებსაც. ღამით საოკუპაციო ძალებმა შაჰიდის ტიპის ოთხი დრონი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველას ჩამოგდება მოახერხა. არიან დაშავებულები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და საქალაქო ინფრასტრუქტურა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში
Civil Press
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV3
ვითარება უკრაინაში
TV IMEDI
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster