ჟენევის მოლაპარაკების 52-ე რაუნდი რუსეთის მუქარის შემცველი გზავნილით დაიწყო.
სერგეი ლავროვის მოადგილე შეხვედრამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ესკალაციით და დაძაბულობით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ევროატლანტიკურ არჩევანზე უარს არ იტყვის. პირველი არხის ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად ანდრეი რუდენკომ ევროკავშირის და ნატოს წევრობის სურვილს გაუმართლებელი არჩევანი უწოდა და ქვეყანას პოზიციის შეცვლისკენ მოუწოდა. ღია მუქარის და გაფრთხილების ფონზე რუსმა დიპლომატმა საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიც შეახსენა. ქვეყნის გაცხადებული საგარეო კურსის და არჩევანის გამო ეს რუსი მაღალჩინოსნის პირველი მუქარის შემცველი განცხადება არ არის. ანალოგიური გზავნილები ჰქონდა რუდენკოს წინამორბედ გრიგორი კარასინსაც. ნატოსა თუ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის ზრდის და დასავლეთის ყოველი ახალი მხარდამჭერი განცხადების კვალდაკვალ მოსკოვის ტონიც მწვავდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.