ესპანეთში დაკავებულების საქმე
ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული საქართველოს მოქალაქეებიდან სასამართლომ 11 პირი გაათავისუფლა. დანარჩენების საქმეები კი კვირის ბოლომდე განიხილება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირები, რომლებსაც გამოძიება ბინების ქურდობასა და კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირს ედავება, წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც თავშესაფრის მიღებაზე განაცხადი შეტანილი აქვთ, ამ დრომდე ისევ სკოლის შენობაში იმყოფებიან და პასუხს ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია ბარსელონაში 4 აპრილს ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობით ჩატარდა. პოლიციამ სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის საქართველოს 25 მოქალაქე დააკავა, რომელთაც ბრალად საცხოვრებელი ბინების გაქურდვა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ. საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის საქართველოს 41 მოქალაქე აიყვანეს, რომელთა დიდი ნაწილი ამ დროისთვის უკვე თავისუფალია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
მადრიდში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ტერაქტი ბარსელონაში - #მოამბის სატელეფონო ჩართვა შემთხვევის...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართველების დაკავება ბარსელონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პლანეტა შეძრწუნებულია უჩვეულო სტიქიური უბედურებებით: წყალდიდ...
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო
კლიმატი უმოწყალოა დამანგრეველი წყალდიდობა → ავღანეთი, ბრაზილ...
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო
სინქრონიზაცია იზრდება! გლობალურმა კატაკლიზმებმა მოიცვა პლანე...
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო
საპროტესტო აქციები კატალონიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Ახალი ამბები. კლიმატის მკვეთრი კონტრასტები 2022. არანორმალურ...
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო