მადრიდში დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობს. ქართველ სამართალდამცველებს ევროპელ კოლეგებთან მუდმივი კავშირი აქვთ და თანამშრომლობენ ოპერაციების მომზადების, განხორციელების და ყველა საჭირო ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების კუთხით. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ინტერპოლთან და ევროპოლთან თანამშრომლობას, ასევე, ევროპის ქვეყნებში საქართველოს პოლიციის ატაშეების მუშაობას. ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შედეგია რამდენიმე დღის წინ მადრიდში ჩატარებული სპეცოპერაციაც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნულ პოლიციასთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, ქალაქ მადრიდში დაკავებულ იქნა ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ო.ბ., 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ. ბ., 1990 წელს დაბადებული ბ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ლ. ჯ.. ოთხივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. აღნიშნული საქმის ინიციატორი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ესპანელ კოლეგებს ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდა კრიმინალური დაჯგუფების და მისი საქმიანობის შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქალაქ მადრიდსა და მის შემოგარენში საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ. სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ნაქურდალი ნივთები, სამკაულები, ძვირფასეულობა და 9 ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ესპანეთის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 515-ე, 234-ე, 563-ე და 390-ე მუხლებით, რაც კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას, ქურდობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაულები 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროპელ კოლეგებთან. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა სხვა დანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით. Facebook : / miaofgeorgia Twitter : / miaofgeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
Download unavailable"}},"clickTrackingParams":"CAwQxzciEwjXk...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
მადრიდში ადგილობრივმა პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფ...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
მადრიდში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვეს
PalitraNews
მადრიდში საველე ჰოსპიტლის ნაწილი დახურეს
ამერიკის ხმა
მადრიდში Femen-ის აქტივისტებმა დიქტატორ ფრანკოს მომხრეების ა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მადრიდში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მასშტაბურ...
PalitraNews
მადრიდში, ვენესუელის საელჩოსთან, საპროტესტო აქციები მიმდინარ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოთო გურგენიშვილი მადრიდული დილა Oto Gurgenishvili Madr...
Lexi.ge