ქართველების დაკავება ბარსელონაში
ესპანეთში, სპეცოპერაციის ადგილას, რა დროსაც საქართველოს 66 მოქალაქე დააკავეს, ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა ადგილზე მცხოვრები ქართველები შიშობენ, რომ, შესაძლოა, პოლიცია მიტოვებულ სკოლაში შესახლებულებთან კიდევ ერთხელ შევიდეს. ამ დროისთვის მიტოვებულ სკოლაში 31 ქართველი ცხოვრობს, მათ შორის 14 ბავშვი. ადგილზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ განმეორებითი სპეცოპერაცია იგეგმება კრიმინალურ საქმიანობაში ბრალდებულთა დაკავების მიზნით. ორი დღის წინ დაკავებულების ბედს კი, სავარაუდოდ, ხვალ გადაწყვეტენ. ბინების ქურდობისა და კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით, 2 დღის წინ, ბარსელონის მიტოვებული სკოლიდან საქართველოს 25 მოქალაქე დააკავეს. 6 მალევე გაათავისუფლეს. გარდა ამისა, საემიგრაციო წესების დარღვევის ბრალდებით, დაკავებულია 41 პირი. საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, მათი დეპორტაციის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება. სპეცოპერაცია ესპანეთში 4 აპრილს ჩატარდა. ოპერაცია, სახელწოდებით, „მერლინ-ტაკა“ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად დაიგეგმა და მასში 250 სამართალდამცველი, მათ შორის ქართველებიც მონაწილეობდნენ. სპეცოპერაციისას სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბარსელონაში დაკავებული ქართველების საქმე
TV IMEDI
ქართველების დაკავება ესპანეთში
info rustavi
ქართველების დაკავება ესპანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
29/11/10 ქართველების დაკავება ყატარში
MaestroCTN
ქრონიკა 11:00 საათზე - 11 დეკემბერი, 2018 წელი
TV IMEDI
ძარცვა ქართულად ანტვერპენში
TV IMEDI
ქრონიკა 14:00 საათზე - 8 დეკემბერი, 2022 წელი
TV IMEDI
საქართველოს პროკურატურის განცხადება
საქართველოს პროკურატურა