ვითარება ავღანეთში

„თალიბანის“ სამი სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ მათმა მებრძოლებმა ქაბულის ჩრდილოეთით არსებული პანჯშირის პროვინციის დაკავება შეძლეს. საპასუხოდ, აღნიშნულ ინფორმაციას „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი უარყოფს. მედიის ცნობით, ზემოხსენებული ცნობების დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ ქაბულში უკვე ისმის პროვინციის აღებასთან დაკავშირებით საზეიმო გასროლები. „წინააღმდეგობის მოძრაობის“ ხელმძღვანელობის განცხადებით კი, პანჯშირის აღების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა და წინააღმდეგობა კვლავ გრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

მსგავსი ვიდეოები