სადღესასწაულო დღეებში დაწესებული რეგულაციები

26.04.2021 03:38

დროებითი შეზღუდვები ბრუნდება - აღდგომის დღესასწაულზე სპეციალური ზომები იმოქმედებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით სასაფლაოები ჩაიკეტება, 3-დან 12 მაისის ჩათვლით გამოცხადებულ უქმე დღეებზე კი მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმუშავებს. შარშანდელისგან გასხვავებით, ქალაქებს შორის მიმოსვლა არ იზღუდება, შეზღუდვა არ გავრცელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც. აღდგომის ღამეს ცვლილება შედის ე.წ. კომენდანტის საათის ხანგრძლივობაშიც. დღესასწაულის წინ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მონაცემები ყველა მიმართულებით გაუარესებულია. იმატებს ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა რიცხვი, კლინიკების გადატვირთულობის გამო დღის წესრიგში დგება დამატებითი ადგილების მობილიზება. ეპიდემიოლოგების გათვლებით, ქვეყანა მესამე ტალღის პიკურ პერიოდს უახლოვდება.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო