ოკუპირებულ ახალგორში შესვლაზე შეზღუდვა ნაწილობრივ მოიხსნა
04/21/2022
ჩაკეტილი გადასასვლელი ორი წლის და ექვსი თვის შემდეგ პირველად გაიხსნა.
სადღესასწაულო დღეებში ახალგორში შესვლაზე შეზღუდვები აღარ იმოქმედებს. დღეიდან ორშაბათის ჩათვლით ოკუპირებულ რაიონში შევა ყველა, ვისაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაცემული ე.წ. პასპორტები და ე.წ. საშვები აქვთ. ეს იქნება პირველი შემთხვევა 2019 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა მოქალაქეები ხანგრძლივი შეზღუდვის შემდეგ ნათესავების მონახულებას და ახლობლების საფლავებზე გასვლას შეძლებენ. სწორედ ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის და გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვის გამო ოკუპირებულ რაიონში ჰუმანიტარული მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, ადგილობრივები კი იზოლაციაში მოექცნენ და რაიონის დატოვებას სამედიცინო სერვისების მისაღებადაც კი ვერ ახერხებდნენ. საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი მოწოდების მიუხედავად, დე-ფაქტო რეჟიმი ახალგორის გახსნაზე უარს აცხადებდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.