შემთხვევა ოკუპირებულ ახალგორში

05.11.2019 00:47

ოკუპირებულ ახალგორში, ჭაში ჩავარდნისას დაშავებული საქართველოს მოქალაქე კვლავ ცხინვალის საავადმყოფოში რჩება. ამ დრომდე უცნობია როდის მოხერხდება მისი თბილისში გადმოყვანა. ოჯახი დახმარებას ითხოვს. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალისგან პასუხი ჯერ-ჯერობით არ მიუღიათ. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია „წითელი ჯვარი“ და ჟენევის თანათავმჯდომარეები. გააქტიურებულია  ცხელი ხაზი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: