თამარ გიგაური ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს
ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალი ამ დროისთვის ცხინვალში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი მის თბილისში გადმოყვანას ითხოვდა, მრავლობითი მოტეხილობებით ქალი მაინც ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თამარ გიგაური ჭაში შვიდი მეტრის სიღრმეზე ჩავარდა და მისი მდგომარეობა მძიმეა. ახალგორის გამგებელი ამბობს, რომ ცხინვალის საავადმყოფოში არ არის შესაბამისი აპარატურა, არ ჰყავთ კვალიფიციური სპეციალისტები, რის გამოც წარმოუდგენელია, რა დახმარება უნდა აღმოუჩინონ პაციენტს. ინფორმაცია უკვე მიეწოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. გააქტიურებულია ცხელი ხაზი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საქმეში ჩაერთო წითელი ჯვარიც და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. შეგახსენებთ, რომ ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, რამდენიმე დღის წინ, სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ 70 წლის ქალს, რომელიც მოგვიანებით ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ოკუპირებულ ახალგორში დაშავებული ქალი ამ დრომდე ცხინვალის საა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შემთხვევა ოკუპირებულ ახალგორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
”ზოოკლუბი” | ყველაფერი თუთიყუშების შესახებ
შუადღე GDS / shuadge GDS
Nugzar Psuturi - "Alalme"
Nugzar Psuturi
ოკუპირებულ რეგიონებში ჩაკეტილი გადასასვლელები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განსხვავებული აზრი - თამარ კოდოშვილი ზაზა გიგაური
Trialeti TV