ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ჭაში ჩავარდნილ და მძიმედ დაშავებულ ქალს სამკურნალოდ თბილისში არ უშვებს. ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ თამარ გიგაურს სამედიცინო დახმარება სჭირდება, თუმცა დე-ფაქტო ხელისუფლება ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნაზე უარს ამბობს. ამ დროისთვის დაშავებული ცხინვალის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ახლობლების თქმით, მას სათანადო სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს. ოჯახი თამარ გიგაურის თბილისში გადმოყვანას ითხოვს, მაგრამ არაღიარებული რეჟიმი მათ ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევს. ოფიციალური თბილისის და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, საოკუპაციო რეჟიმი ზაფხულიდან ჩაკეტილ ახალგორის ე.წ. გამშვებ პუნქტს მაინც არ ხსნის. დე-ფაქტო ხელისუფლების უკანონო გადაწყვეტილებას უკვე ემსხვერპლა ახალგორის მკვიდრი 70 წლის ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ერგნეთის მოლაპარაკებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება პერევთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰუმანიტარული კრიზისი ოკუპირებულ ცხინვალში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვახტანგ გომელაური ტოივო კლაარს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჰუმანიტარული კრიზისი ახალგორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტია „ლელოს“ ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საოკუპაციო რეჟიმის მხირდან, გრძელდება ადამიანების უკანონო გა...
Trialeti TV
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 55-ე რაუნდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster