სადღესასწაულო და უქმე დღეებში დაწესებული შეზღუდვები
ეპიდემიოლოგიური სურათის მკვეთრი დამძიმების გამო აღდგომის დღეებში გარკვეული რეგულაციები იმოქმედებს. ორიდან ოთხი მაისის ჩათვლით როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებსა და რაიონებში სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება. ამ შეზღუდვით და 13 მაისამდე უქმე დღეების გამოცხადებით ეპიდემიოლოგები მობილობის შემცირებას და ინფექციის სწრაფი გავრცელების შეკავებას ცდილობენ. უკვე რამდენიმე დღეა, კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა თითქმის 1 500-ს შეადგენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ავტორიზაციის პროცესის გახანგრძლივების მიუხედავად, სამშაბათიდან საქართველოში ჩინური „სინოფარმის“ გამოყენება იწყება. მიიღებს თუ არა ტრადიციულ მეთოდებზე დამზადებული ჩინური ვაქცინა ავტორიზაციას და დამტკიცდება თუ არა ჯანმო-ს მხრიდან საგანგებო მოხმარებისთვის, საბოლოო გადაწყვეტილება მომავალი კვირის ბოლოს იქნება მიღებული. ამავე პერიოდში უნდა გაირკვეს, დაამტკიცებს თუ არა ორგანიზაცია ამერიკულ „მოდერნას“ და კიდევ ერთ ჩინურ ვაქცინას, „სინოვაკს“, რომლის 100 000 დოზა საქართველოს გუშინ საჩუქრად გამოუგზავნეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სადღესასწაულო დღეებში დაწესებული რეგულაციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეზღუდვები სადღესასწაულო დღეებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა შეზღუდვები დააწესა მთავრობამ?
Business Media Georgia
გადაადგილებაზე შემსუბუქებული რეგულაციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გადაადგილებაზე შემსუბუქებული რეგულაციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განათლების სამინისტროს მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამოქალაქო რეესტრი 30.01.2012
Ministry of Justice of Georgia