ბლინკენისა და ბორელის შეხვედრა


შეერთებული შტატები და ევროკავშირი პირობას დებენ, რომ იმუშავებენ შესაბამისად, რათა უზრუნველყონ ევროგაერთიანებისთვის ბუნებრივი აირის შეუფერხებელი მიწოდება, იმ ფონზე, როდესაც ევროპისთვის გაზის უდიდესი მიმწოდებელი - რუსეთი, უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების თავმოყრას აგრძელებს. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელთან, ჟოზეფ ბორელთან ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით კი, დაუყოვნებლივი პრიორიტეტი ენერგიისა და გაზის ნაკადების წყაროების დივერსიფიკაციაა, რათა თავიდან იქნას აცილებული მიწოდების შეფერხება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან