ჟოზეფ ბორელის განცხადება

27.01.2022 00:23

ჟოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში აშშ-ის მიერ რუსეთისთვის წერილობით პასუხს ეხმაურება:  „მივესალმები სახელმწიფო მდივან ბლინკენის წერილობით პასუხს რუსეთის უსაფრთხოების წინადადებებზე. დიპლომატიური გზა ერთადერთ გრძელვადიან გადაწყვეტას სთავაზობს უკრაინელ და ევროპელ ხალხს. მოვუწოდებ რუსეთს, მიიღოს ის. ევროკავშირი და აშშ ერთიანი არიან მიდგომებში“, – წერს ბორელი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გუშინ განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთს უსაფრთხოების სფეროში წინადადებებზე წერილობითი პასუხი გასცა. მისი თქმით, დოკუმენტი რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა რუსულ მხარეს პირადად გადასცა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: