რომის ფესტივალის საუკეთესო მონაწილის სტატუსი”შავფაროსნებს”
28/04/2015 27 აპრილს, სპორტულ კომპლექსში „არენა“, „შავფაროსნებმა“ და ანსამბლმა „ჩვენებურებმა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად გამართეს პრესკონფერენცია რომის ფესტივალზე მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით. „შავფაროსნები“ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და მასშტაბურ ფესტივალზე „Natale di Roma“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრნენ და ევროპის 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელს შორის საუკეთესო მონაწილის სტატუსი მოიპოვეს. საქართველოს სახელით, რომის ფესტივალზე ქართული კულტურის რამდენიმე მიმართულება, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „შავფაროსნებმა” და ანსამბლმა ”ჩვენებურებმა” წარადგინეს. ქართველების გამოსვლამ „Natale di Roma“-ს ასეულ ათასობით მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და უცხოური მედიის ინტერესის ობიექტიც გახდა. ევროპის უძველესი დედაქალაქის რომის დაარსებისადმი მიძღვნილი ფესტივალის სანახავად ტურისტები იტალიაში მთელი მსოფლიოდან ჩადიან, რადგან ამ დღეს რომში ევროპის ანტიკური ისტორია ცოცხლდება. ფესტივალის ფარგლებში რომის ისტორიულ ქუჩები იკეტება და ოთხ კილომეტრიანი კოსტიუმირებული აღლუმი იმართება. აღლუმზე, რომელსაც მაყურებლის უწყვეტი ნაკადი მიუყვება, ყველა ქვეყანა საკუთარ კულტურას და საბრძოლო ისტორიას წარადგენს. მსვლელობის დროს ყველაზე დიდი ოვაციებითა და აპლოდისმენტებით მაყურებელი სწორედ ”შავფაროსნების” გამოსვლას შეხვდა. ჩირკო მასიმოს მოედანზე კი, სადაც Natale di Roma-ს ფინალური ნაწილი იმართება , ანსამბლ ”ჩვენებურების” შესრულებული ქართული სიმღერის ფონზე, შავფაროსნების საბრძოლო შოუმ არათუ მხოლოდ მაყურებელი, ფესტივალის ორგანიზატორებიც აღაფრთოვანა. მათი გადაწყვეტილებით, საქართველომ Natale di Roma-ს საუკეთესო მონაწილის სტატუსი მიიღო. რომში წარმატებული გამოსვლის შედეგად ”შავფაროსნებმა” ბულგარეთიდან და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან მიწვევაც მიიღეს. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
”შავფაროსნებმა” რომის ფესტივალის საუკეთესო მონაწილის სტატუსი...
TV religia
შეხვედრა კულტურის სამინისტროში
culturegovge culturegovge
ჯანკარლო ჯანინი
culturegovge culturegovge
წინანდლის ფესტივალის დირექტორი, დავით საყვარელიძე და ისრაელი...
Euronews Georgia
ქართული კინოს დებიუტი და მთავარი პრიზები სარაევოს კინოფესტივ...
culturegovge culturegovge
საქართველო სარაევოს მე-19 კინოფესტივალზე
culturegovge culturegovge
საქართველო სარაევოს მე-19 კინოფესტივალზე
culturegovge culturegovge
საქართველო სარაევოს მე-19 კინოფესტივალზე
culturegovge culturegovge