საქართველო სარაევოს მე-19 კინოფესტივალზე
სარაევოს მე-19 კინოფესტივალზე ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმმა „გრძელი ნათელი დღეები" ფესტივალის სამი მთავარი პრიზი დაიმსახურა: საუკეთესო ფილმისათვის პრიზი: „სარაევოს გული" და ფულადი ჯილდო 16 000 ევროს ოდენობით; საუკეთესო სამსახიობო შესრულებისათვის დაჯილდოვდნენ „გრძელი ნათელი დღეების" მთავარი როლის შემსრულებელი ახალგაზრდა მსახიობები - ლიკა ბაბლუანი და მარიამ ბოკერია. მათ გადაეცათ პრიზი „საერაევოს გული" და ფულადი ჯილდო 2 500 ევროს ოდენობით; ფილმს მიენიჭა არტჰაუსის საერთაშორისო კინოთეატრების გაერთიანების „ციკაე"-ს ჯილდო (C.I.C.A.E. Award). ინდუსტრიული შეხვედრის ფარგლებში, რუსუდან გლურჯიძემ პროექტით „სხვისი სახლი" აიღო „სინე ლინკის" პრიზი. დოკუმენტური ფილმების სექციაში „დოქ რაფ ბუტიკი" ეკა პაპიაშვილის პროექტმა „ადამიანი მიჯნიდან" მიიღო სამი პრიზი. სპეციალურ სექციაში ნაჩვენები იქნა თინა გურჩიანის ფილმი „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს". აღსანიშნავია, რომ სარაევოს მე-19 კინოფესტივალზე საქართველო პირველად იყო წარდგენილი. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
საქართველო სარაევოს მე-19 კინოფესტივალზე
culturegovge culturegovge
საქართველო სარაევოს მე-19 კინოფესტივალზე
culturegovge culturegovge
ქართული კინოს დებიუტი და მთავარი პრიზები სარაევოს კინოფესტივ...
culturegovge culturegovge
საშიში დედის პრემიერამდე 3 დღე დარჩა
Music Box
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 53. საბედისწერო გასროლამდე: მზადება...
მწარე პოდკასტი
თორღვა - გათენების პირის სადარი / Torgva -gatenebis piris sa...
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს უსაყვარლესი პრეზიდენტი#5555
საქართველო
საქართველო
ROLAND QVACABAIA