ქართული კინოს დებიუტი და მთავარი პრიზები სარაევოს კინოფესტივალზე
სარაევოს მე-19 კინოფესტივალზე ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმმა „გრძელი ნათელი დღეები" ფესტივალის სამი მთავარი პრიზი დაიმსახურა: საუკეთესო ფილმისათვის პრიზი: „სარაევოს გული" და ფულადი ჯილდო 16 000 ევროს ოდენობით; საუკეთესო სამსახიობო შესრულებისათვის დაჯილდოვდნენ „გრძელი ნათელი დღეების" მთავარი როლის შემსრულებელი ახალგაზრდა მსახიობები - ლიკა ბაბლუანი და მარიამ ბოკერია. მათ გადაეცათ პრიზი „საერაევოს გული" და ფულადი ჯილდო 2 500 ევროს ოდენობით; ფილმს მიენიჭა არტჰაუსის საერთაშორისო კინოთეატრების გაერთიანების „ციკაე"-ს ჯილდო (C.I.C.A.E. Award). ინდუსტრიული შეხვედრის ფარგლებში, რუსუდან გლურჯიძემ პროექტით „სხვისი სახლი" აიღო „სინე ლინკის" პრიზი. დოკუმენტური ფილმების სექციაში „დოქ რაფ ბუტიკი" ეკა პაპიაშვილის პროექტმა „ადამიანი მიჯნიდან" მიიღო სამი პრიზი. სპეციალურ სექციაში ნაჩვენები იქნა თინა გურჩიანის ფილმი „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს". აღსანიშნავია, რომ სარაევოს მე-19 კინოფესტივალზე საქართველო პირველად იყო წარდგენილი. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
რეჟისორები დათო ჯანელიძე და ილია ასიტაშვილი პროექტის „დებიუტ...
TAFU EDU
დათო ჯანელიძე და ოთარ ლითანიშვილი პროექტის „დებიუტი“ შესახებ...
TAFU EDU
კონკურსის „დებიუტი“ გამარჯვებული პროექტები ცნობილია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საზოგადოება გიორგი შენგელაიას ემშვიდობება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორი იყო თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი, [აუდიო...
"საუბრები" #7 – კახი კავსაძე საუბრობს დონ კიხოტის პერსონაჟის...
გოგი გვახარიას ისტორია - საქართველოს დაბადება
ქართული კინოს წარმატება - "მანდარინები" ოსკარზე
culturegovge culturegovge