დაკავება კორუფციული გარიგების ფაქტზე


საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, ასევე სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ყოფილი თანამშრომლების მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულებს ბრალი გუშინ გვიან ღამით წარედგინათ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყოფილ სამ თანამშრომელს გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, ხოლო სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ყოფილ ორ თანამშრომელს უკანონო ქმედების ჩასადენად, ქრთამის მიცემის ფაქტს ედავება.

ადვოკატების განცხადებით, დაკავებულების ნაწილი წარდგენილ ბრალდებას ნაწილობრივ ეთანხმება. ადვოკატ დავით კუტალაძის თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებების დიდი ნაწილი სწორედ დაკავებულების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ემყარება, ამის გათვალისწინებით, დაცვის მხარე სასამართლოსგან ნაკლებად მკაცრ რეაგირებას ელოდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან