დაკავება ჩვილის გაყიდვის საქმეზე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩვილის ყიდვა-გაყიდვის ბრალდებით სამი პირი დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ დუშეთში მცხოვრებ წყვილს, 18 ივნისს ვაჟი შეეძინა. ისინი დაუკავშირდნენ პირს და 5000 დოლარის სანაცვლოდ ბავშვის მიყიდვაზე შეუთანხმდნენ. ეს პირი სამოქალაქო რეესტრში ახალშობილის მამად დარეგისტრირდა და აიღო დაბადების მოწმობა. 5 000 დოლარი კი ახალშობილის მშობლებს გადასცა, რა დროსაც მათი დაკავება მოხდა. გამოძიება, არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბავშვი ამ ეტაპზე სახელმწიფო ზრუნვის ქვეშაა გადაყვანილი და როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაკავება თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება
luba giorgadze
დაკავება
Qartli. ge
დაკავება
Radio Atinati
დაკავება 5 ივლისს ჩადენილი ძალადობის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება რადიაქტიური მასალის გასაღების მცდელობისთვის
TV IMEDI