#მოამბე 21 საათზე, 29 მარტი, 2024 #LIVE

29.03.2024

• სასწრაფო დახმარების სამსახურის სამი ყოფილი თანამშრომლის დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე - კორუფციული გარიგება სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ და პაციენტთა გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია სს „ვიანისადმი” დაქვემდებარებულ კლინიკებში; დანაშაულებრივი სქემა, ფიგურანტები და რეზონანსული საქმის დეტალები • სტრასბურგიდან მიღებული უარის შემდეგ ნიკა გვარამია გამამტყუნებელ განაჩენს ახლა უკვე გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში გაასაჩივრებს, საიდანაც ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფას ელის - პოლიტიკაში დაბრუნებულ გვარამიას კოლეგების ნაწილი სტრატეგიას უწუნებს, მმართველი გუნდისთვის კი ქართული სასამართლოს მიმართ უნდობლობა და ამჯერად, ევროპულ სასამართლოზე თავდასხმა მიუღებელია • რუსეთის საოკუპაციო ძალების კიდევ ერთი მასიური სარაკეტო შეტევა უკრაინის წინააღმდეგ - აფეთქებები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სამიზნედ ქცეული ენერგეტიკული ობიექტები და დაბომბილი ინფრასტრუქტურა. კიევი ფრონტზე შექმნილ ვითარებას აფასებს, კრემლიდან ახალი შეტევის საფრთხეზე საუბრობს და დასავლეთს სამხედრო-ფინანსურ დახმარებას სთხოვს • საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიული გამარჯვება და მზადება ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის - ეროვნული ნაკრების მეტოქეები „ევრო 2024“-ის ჯგუფურ ეტაპზე, რომელთა შორის ევროპის ჩემპიონი პორტუგალიის გუნდია, ივნისში გასამართი თამაშები გერმანიის სამ ქალაქში და რთული გზა მერვედფინალში გადასასვლელად ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: