დაკავება კორუფციის ბრალდებით
აჭარის მთავრობის და ბათუმის მერიის მოქმედი მაღალჩინოსნები კორუფციულ გარიგებაში ამხილეს. მინისტრების მოადგილეები და მერიის სხვადასხვა სამსახურის მაღალი თანამდებობის პირები, დღეს სამუშაო კაბინეტებიდან აიყვანეს. დაკავებულია ბათუმის ვიცე-მერი და ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვიც. გამოძიების საგანი ხდება 2015 წლის ოქტომბერში ჩატარებული ელექტრონული ტენდერი, რომელსაც ე.წ. იაფი სახლის პროექტის შემსრულებელი კომპანია უნდა გამოევლინა. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ტენდერის ერთადერთმა მონაწილე კომპანიამ, „კონვენტ ჯორჯიამ“ ყალბი დოკუმენტაცია წარადგინა, თუმცა დისკვალიფიკაციის ნაცვლად ის მაინც გამარჯვებულად გამოაცხადეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ კომპანიის საბანკო გარანტიაც არასაბანკო და თან ნაკლებად სანდო დაწესებულებიდან იყო წარდგენილი. დაკავებულ შვიდ პირს პროკურატურა მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვას ედავება. როგორც ირკვევა, ტენდერით მოთხოვნილი სამუშაოების დიდი ნაწილი დღემდე შეუსრულებელია. თეა აბსარიძეს ვრთავთ ბათუმიდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორუფციული სკანდალი და დაკავებების სერია - ევროპარლამენტის ვ...
TV IMEDI
კორუფციის ფაქტი წალენჯიხის მერიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სუს-მა შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლაშა მესხი საზმაუს რეფორმაზე
LashaMeskhi
ნათია მეზვრიშვილი გადაცემაში „პოლიტმეტრი“
საქართველოსთვის / For Georgia
მინისტრების დაბარება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება თაღლითობისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება
luba giorgadze