კორუფციის ფაქტი წალენჯიხის მერიაში
დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მერიის ორი თანამშრომელი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის განცხადებით, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 20 ათასი ლარი გამოართვეს. დანაშაული 7 დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული წალენჯიხის მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი თბილისში არის გადმოყვანილი. ადვოკატის, თამარ კვარაცხელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება წალენჯიხაში მოხდა, რაც შეეხება მეორე დაკავებულს - მასზე ინფორმაციას არ ფლობს. ადვოკატი უკვე შეხვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს. უფლებადამცველის თქმით, დაკავებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული არ არის ინფორმირებული, კონკრეტულად რაში ედება ბრალი. თამარ კვარაცხელიას თქმით, საქმის მასალებს ამ ეტაპზე არ იცნობს. დაკავებულს ოფიციალურად ბრალს სავარაუდოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ნაციონალური მოძრაობის“ მერის ბრალდებული თანაგუნდელები
TV IMEDI
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კორუფციის ფაქტი...
Ministry of Justice of Georgia
რატომ გადაიყარა წყალში მილიონამდე ლარი - კორუფციის კიდევ ერთ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ხელით გასახვევი თამბაქო - მაესტრო - 03. 04. 2019.
NCDC Georgia
ჩვენ ვამხელთ კორუფციის ყველა ფაქტს - ირაკლი ფავლენიშვილი ანტ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
კორუფციის ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დეზინფორმაცია პირველი არხის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ კონსულტაციები დავით კეზერაშვილთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster