დეზინფორმაცია პირველი არხის წინააღმდეგ

06.01.2021

ყალბი ახალი ამბის კლასიკური მაგალითი და პირველი არხის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა. ჩვენი ტელევიზია ტელეკომპანია „პირველისგან“ გუშინ გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შესწორებას ითხოვს. ამ არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ რეპორტაჟში ავტორი რესპონდენტებთან ერთად ამტკიცებდა, რომ პირველი არხის მიერ საკუთარი რესურსებით მომზადებული და 31 დეკემბრის ღამეს გასული საახალწლო მუსიკალური შოუ მერიის მიერ დაფინანსებული ის კონცერტი იყო, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მოწყობილ სამსართულიან სცენაზე გაიმართა და რომელიც სხვა არხების პირდაპირ ეთერში გადაიცა. ფაქტია, რომ სიუჟეტის ავტორმა საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ისე გაავრცელა, რომ ის არცერთ წყაროსთან, მათ შორის არც პირველ არხთან არ გადაუმოწმებია. რესპონდენტებს შორის ორი ოპოზიციის წარმომადგენელია, ერთი კი, ამავე რეპორტაჟის მიხედვით, კორუფციის მკვლევარი. როგორც დღეს გაირკვა, მათ ჩვენი ტელევიზია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კონცერტის გაშვებაში ისე დაადანაშაულეს, რომ 31 დეკემბრის ღამეს პირველი არხის ეთერი საერთოდ არ ჰქონდათ ნანახი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო