დეზინფორმაციის კამპანია პირველი არხის წინააღმდეგ
03/28/2019
პირველ არხთან დაკავშირებით ქართველი ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნა სტრასბურგში არ დაკმაყოფილდა.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მიერ მიღებულ განცხადებაში არ მოხვდა ოთარ კახიძის და ევროპის სახალხო პარტიის დეპუტატის მიერ ინიცირებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით საზოგადოებრივი მაუწყებელი საარჩევნო პერიოდში მიუკერძოებლობის პრინციპს ბოლომდე არ იცავდა.
„მოამბის“ ჟურნალისტის არაერთი კითხვის მიუხედავად, დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვერ დაასახელა კონკრეტული გადაცემა ან რეპორტაჟი, სადაც მაუწყებელი ტენდენციურობას ავლენდა. სწორედ კახიძე იყო ერთ-ერთი, რომელიც გუშინ ორგანიზაცია „მედიაჩექერზე“ დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ პირველ არხს არც ია კერზაიას საქმეზე მომზადებული ანგარიში არ გაუშუქებია. და ეს მაშინ, როცა ანგარიშს დრო „მოამბის“ ყველა გამოშვებაში დაეთმო.
მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო ორგანიზაციას ბოდიშიც მოხდაც მოუხდა. ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი უსაფუძვლო ბრალდებების და თავდასხმების სამიზნე უკვე არაერთხელ გახდა. გვადანაშაულებენ კრემლის პოლიტიკის პროპაგანდაში, ამერიკის ინტერესების გატარებაში და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის წარმოებაშიც კი.
თემის დეტალები „მოამბეში“.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.