„ნაციონალური მოძრაობის“ კონსულტაციები დავით კეზერაშვილთან
ლევან ხაბეიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე, ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ბოტკოველი - „ნაციონალური მოძრაობის“ მენეჯმენტი მიმდინარე კვირას დავით კეზერაშვილთან შესახვედრად კვიპროსში იმყოფებოდა. საქართველოში საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულ და „ბიბისის“ მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემის მთავარ ფიგურანტად დასახელებულ კეზერაშვილთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სასაუბრო თემების დეტალები უცნობია. შეხვედრის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულებმა თქვეს, რომ კეზერაშვილთან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დიდი კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ, პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი კი დღის წესრიგში არ დგას. ყოფილი თავმჯდომარის თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ეს ფაქტი პარტიაზე კეზერაშვილის გავლენას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ოპოზიციის ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ამ გეგმას სკეპტიკურად უყურებს, მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ კეზერაშვილის მიერ კორუფციით ნაშოვნი ფულით ოპოზიციის დაფინანსება შედეგს ვერ გამოიღებს. სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„ნაციონალური მოძრაობის“ კონსულტაციები კეზერაშვილთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ კონსულტაციები კეზერაშვილთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდში კანდიდატები წარადგინა
Radio Atinati
ახალი პოლიტიკური გაერთიანება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შალვა შავგულიძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების კონსულტაცია სააკაშვილთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster