დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“


ნიკა მელიას თანაგუნდელების ნაწილი გადადგომისკენ მოუწოდებს.

ირაკლი ნადირაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები პარტიის ახალი თავმჯდომარის, პოლიტიკური საბჭოს და სამდივნოს ასარჩევად არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ინიციატივის ავტორები მოთხოვნას მიხეილ სააკაშვილის საკითხზე მხარდამჭერთა მოლოდინის ვერ გამართლებით, გუნდის შიგნით არსებული მძიმე სიტუაციით, მელიას მიმართ დაგროვილი პრეტენზიებით და ელექტორატისგან ლეგიტიმაციის ხელახლა მიღების აუცილებლობით ასაბუთებენ. მოწოდებას იზიარებენ დავით კირკიტაძე და ლევან ბეჟაშვილიც. თუმცა, დღევანდელი ბრიფინგი მოულოდნელი აღმოჩნდა ლიდერთა მეორე ნაწილისთვის. თავმჯდომარის არჩევნების გარშემო, როგორც ირკვევა, გუნდში კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა პარტიის ლიდერები არჩევნების ჩატარების დროზე ვერ თანხმდებიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან