„მოიზღვავე წიგნები“ - გამოფენა-გაყიდვა ზუგდიდში

06/24/2017
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში წიგნების გამოფენა-გაყიდვა იმართება. ღონისძიებაზე რვა ქართული გამომცემლობის სხვადასხვა ჟანრის, მათ შორის, თანამედროვე ქართული და ნათარგმნი მხატვრული ლიტერატურა, საბავშვო, კულინარიული და სხვა წიგნებია წარმოდგენილი. ღონისძიების ორგანიზატორის, ზვიად კვარაცხელიას ინფორმაციით, მსურველებს წიგნების ყიდვა „განსაკუთრებული“ ფასდაკლებით შეუძლიათ.„ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მკითხველთან უფრო ახლოს მისვლას და განსაკუთრებული ფასდაკებით მრავაფეროვანი არჩევანის შეთავაზებას. ვფიქრობ, მკითხველს მოეწონება აქ წარმოდგენილი წიგნები“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

მსგავსი ღონისძიებების აუცილებლობაზე საუბრობენ მკითხველები. ერთ-ერთი მათგანის კრისტინე კილანავას თქმით, წიგნების გამოფენა-გაყიდვა ხელს შეუწყობს კითხვის ტრადიციის აღდგენას.

„ეს შესანიშნავი წამოწყებაა, რომელიც ახალგაზრდებს დააინტერესებს იკითხონ მეტი. მე რამდენიმე წიგნი შევიძინე. მართალია, კარგი იქნებოდა უფრო დაბალი ფასები იყოს, თუმცა, იმდენად კარგი წიგნებია, რომ ფასზე ლაპარაკიც ზედმეტი იქნებოდა“, - თქვა კილანავამ.

პროექტი „მოიზღვავე წიგნები“ საქართველოს რეგიონებში ხორციელდება და გამოფენა-გაყიდვა ხვალ დასრულდება.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან