ხურვალეთი: პირდაპირი დიალოგი დეოკუპაციისთვის - შესაძლებლობა და სივრცე
06/21/2018
Bondo Mdzinarashvili-ის
მიერ
დათა ვანიშვილი (ხურვალეთის მკვიდრი):
\"საქართველოს ვენაცვალე! ესენი რომ არ მყავდნენ, აქამდე ჩემი ძვალიც აღარ იქნებოდა. ცხინვალიდან იყვნენ ჩემთან და მითხრეს, თუ არ გინდა ჩვენთან, იქით გადასახლდიო... 80 წელი საქართველოს მოქალაქე ვიყავი და ახლა გავხდე ცხინვალის მოქალაქე?! ეს მავთულხლართი დიდხანს იქნება?! აღარ შემიძლია მარტოკინა ცხოვრება! არც ჭირში მიშვებენ, არც ლხინში მიშვებენ! ველდები, რომ შერიგდნენ და როგორც წინათ ვცხოვრობდით, ისე ვიცხოვროთ.\"
ბონდო მძინარაშვილი (ჟურნალისტი):
ეს ბანერები საქართველოს ყოფს და ანაწევრებს, ეს მავთულხლართი თითოეული ქართველის ეზოზე გადის. ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს ეს საოკუპაციო ზოლი, ეს ბანერები, რადგან არა მხოლოდ ჩვენს ეზოებში, ჩვენს სახლებში, ჩვენს კარმიდამოში, არამედ თითოეული ჩვენგანის გულზე გადის ეს საოკუპაციო ხაზი, თითოეული ჩვენგანის გულშია ჩარჭობილი ეს საოკუპაციო ბანერი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ბანერების აღებისთვის. ეს არის ჩვენი ქართული მოვალეობა!
ამ თემაზე ვრცელი მასალა იხილეთ ბლოგზე:
https://bondomdzinarashvili.blogspot....